NYSA
ნისა სტუდიო არის ქართული მცირე ავეჯისა და დეკორის საწარმო. საქმიანობის უპირველესი სურვილი იყო მოსაწყენი ინტერიერის გახალისება ისეთი მარტივი და ყველასათვის საჭირო ნივთით, როგორიცაა ჟურნალის მაგიდა.
მომხმარებელს აქვს საშუალება შეიძინოს მზა პროდუქცია ან შეუკვეთოს მისთვის სასურველი მოდელი, მიიღოს სრულიად პერსონალიზებული გამოცდილება და უნიკალური პროდუქტი განსხვავებული ვიზუალით.
იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სურთ ძველ თუ სტანდარტულ ავეჯს ახლებური ესთეტიკა და სიცოცხლე შესძინონ, ვთავაზობთ შესაბამის სერვისს
ჩვენი პროდუქციის შეძენითა და ბიზნესის მხარდაჭერით თქვენ ხელს შეუწყობთ პროფესიული განათლების პოპულარიზაციას და ავეჯის წარმოებაში ქალთა დასაქმებას.